რეზონანსი
15.06.2025

 ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს გან­ცხა­დე­ბით, ირა­ნი ძა­ლი­ან მა­ღალ ფასს გა­და­იხ­დის ის­რა­ე­ლის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე თავ­დას­ხმის­თვის.

"ირა­ნი ძა­ლი­ან მა­ღალ ფასს გა­და­იხ­დის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის - ქა­ლე­ბის, ბავ­შვე­ბის - მკვლე­ლო­ბის­თვის, რო­მე­ლიც მან გან­ზრახ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ჩვენ მი­ვაღ­წევთ ჩვენს მიზ­ნებს და მათ და­უძ­ლე­ვე­ლი ძა­ლით და­ვარ­ტყამთ", - გა­ნა­ცხა­და ნე­თა­ნი­აჰუმ ბათ-იამ­ში, სა­დაც ის ირა­ნის მიერ დღეს დი­ლით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის ად­გილს ეწ­ვია.

მისი თქმით, ის­რა­ე­ლი ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ ბრძო­ლა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

"და­ფიქ­რდით, რა მოხ­დე­ბა, ირანს ის­რა­ე­ლის ქა­ლა­ქებ­ზე ჩა­მო­საგ­დე­ბად ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი რომ ჰქონ­დეს. და­ფიქ­რდით, რა მოხ­დე­ბა, ირანს 20 000 ასე­თი რა­კე­ტა რომ ჰქონ­დეს - არა ერთი, არა­მედ 20 000. ეს ის­რა­ე­ლის­თვის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი საფრ­თხეა. სწო­რედ ამი­ტომ და­ვი­წყეთ გა­დარ­ჩე­ნის ომი. ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი, ჩვე­ნი პი­ლო­ტე­ბი ირა­ნის ცის ზე­მოთ არი­ან", - აღ­ნიშ­ნა ნე­თა­ნი­აჰუმ.

მან მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, რომ სა­რა­კე­ტო იე­რი­შის დროს შიდა ფრონ­ტის სარ­დლო­ბის მი­თი­თე­ბე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

"ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ. ჩვენ გა­მარ­ჯვე­ბის გზა­ზე ვართ", - აღ­ნიშ­ნა ნე­თა­ნი­აჰუმ.

შე­გახ­სე­ნებთ, ირა­ნის მიერ ის­რა­ე­ლის ქა­ლაქ ბათ-ია­მზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის შე­დე­გად 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ასზე მეტი და­შავ­და. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა. მაშ­ვე­ლე­ბი სამ და­კარ­გულ მო­ქა­ლა­ქეს ეძე­ბენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×