რეზონანსი
15.06.2025

 მთელი ისრაელის მასშტაბით საჰაერო განგაშის სხმა ისმის. ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა დაიწყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ცახალი" წერს.

როგორც times of israel-ი იუწყება, განგაშის სიგნალების ხმა ირანის ბალისტიკური რაკეტების გამო ჩრდილოეთ ისრაელში იმის.

მათივე ცნობით, რამდენიმე ხნის წინ, განგაშის ხმა ცენტრალურ ისრაელსა და იერუსალიმის ტერიტორიაზე ისმოდა.

იმ ტერიტორიებზე, სადაც საჰაერო განგაშის ხმა ისმის, ხელისუფლება მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდებს შემდეგ შეტყობინებამდე თავშესაფრებში დარჩნენ.

ცნობისთის, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი უკვე მესამე დღეა გრძელდება. ისრაელმა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყა, რის შემდეგაც ირანმა ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×