რეზონანსი
15.06.2025

ირანში რეჟიმის ცვლილება შეიძლება იყოს ისრაელის სამხედრო იერიშის შედეგი. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს შედეგი, რადგან ირანის რეჟიმი ძალიან სუსტია. ვფიქრობ, მას ძირითადად რჩება ორი რამ - მისი გეგმა, ჰქონდეს ატომური ბომბები და ბალისტიკური რაკეტები. ეს არის ძირითადად ის, რაც ირანს აქვს. მათ, რა თქმა უნდა, არ ჰყავთ ხალხი. ხალხის ოთხმოცი პროცენტი გამოაგდებდა ამ თეოლოგიურ ყაჩაღებს", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისინი ვერ დაუშვებენ, რომ მსოფლიოს ყველაზე საშიშ რეჟიმს მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღი ჰქონდეს.

„ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აუცილებელია ჩვენი ორმაგი მიზნის მისაღწევად, აღმოვფხვრათ ორი ეგზისტენციალური საფრთხე - ბირთვული საფრთხე და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ირანზე იერიშს, ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმირებული იყო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„ის ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ და გავუზიარეთ შეერთებულ შტატებს, სრულიად ნათელი იყო. სრულიად ნათელი იყო, რომ ირანი მუშაობდა ურანის იარაღად გარდაქმნის საიდუმლო გეგმაზე. ისინი ძალიან სწრაფად მიდიოდნენ წინ", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×