რეზონანსი
16.06.2025

რუსთავი-თბილისის ავტობანზე, ღამის საათებში, კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილი საპატრულო ეკიპაჟის "შკოდას" მარკის ავტომობილს უკნიდან დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ ორივე ავტომობილმა მნიშვნელოვანი დეფორმაცია მიიღო. დაშავდა საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი და ასევე "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლი.

"ინფო რუსთავის" ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, პაციენტები კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×