რეზონანსი
16.06.2025

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ თბილისში. ჭავჭავაძის გამზირზე, "აგროჰაბის" წინ ელექტრო სკუტერით მომავალ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ძლიერი დარტყმის შედეგად მამაკაცი მოპირდაპირე მხარეს გადავარდა, რა დროსაც საპირისპიროდ მომავალი სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა.

როგორც ადგილიდან "ნიუპოსტის" კორესპონდენტი იუწყება, ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედარის დაშავებული და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×