რეზონანსი
17.06.2025

ისრაელი-ირანის შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე „დიდი შვიდეულის" ლიდერებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ. ამ კონტექსტში, ვადასტურებთ, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი", -ნათქვამია ტექსტში.

ამასთან, „დიდი შვიდეულის" ლიდერები ხაზს უსვამენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მნიშვნელობას.

„ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორის მთავარი წყაროა. მუდმივად მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ირანი ვერასდროს შეძლებს ბირთვული იარაღი ჰქონდეს", - აცხადებენ ლიდერები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×