რეზონანსი
17.06.2025

პარტია „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს და მისვლას არც ამჯერად აპირებს. ამის შესახებ ხაზარაზემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ის საგამოძიებო კომისიას არ აღიარებს და მისვლას არ აპირებს.

„კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, ისევ სიგნალით, ისევ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით.

მგონი, მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ. მოსვლას არ ვაპირებ. ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ. ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე", - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, პარტია „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიაზე ერთხელ უკვე დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა. ხაზარაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მამუკა ხაზარაძემ გირაო გადაიხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×