რეზონანსი
17.06.2025

ვეთანხმებით დონალდ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანიდან“ გარიცხვა შეცდომა იყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, „დიდმა შვიდეულმა“ რუსეთისთვის „პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგა და უსარგებლო გახდა“.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში განაცხადა, რომ „დიდი რვიანიდან“ რუსეთის გარიცხვა შეცდომა იყო.

„ადრე „დიდი შვიდეული“ „დიდი რვიანი“ იყო. ბარაქ ობამასა და ტრუდოს არ სურდათ, რომ რუსეთი ჯგუფში ყოფილიყო. ვიტყოდი, რომ ეს შეცდომა იყო, რადგან ვფიქრობ, ახლა ომი არ იქნებოდა, რუსეთი რომ წევრი იყოს და ოთხი წლის წინ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×