რეზონანსი
17.06.2025

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "დიდი შვიდეულის" სამიტზე ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ზელენსკი "დიდი შვიდეულის" ლიდერების სპეციალურ სხდომაზე მიიღებს მონაწილეობას სახელწოდებით "ძლიერი და სუვერენული უკრაინა".

ამის გარდა, უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრები აქვს დაგეგმილი ემანუელ მაკრონთან (საფრანგეთის პრეზიდენტი), კირ სტარმერთან (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი), ანტონიო კოშტასთან (ევროპული საბჭოს პრეზიდენტი), ურსულა ფონ დერ ლაიენთან (ევროკომისიის პრეზიდენტი), ლუის ინასიო ლუის დე სილვასთან (ბრაზილიის პრეზიდენტი), მარკ რუტესთან (ნატოს გენერალური მდივანი), ჯორჯა მელონისთან (იტალიის პრემიერ-მინისტრი) და ნარენდრა მოდისთან (ინდოეთის პრემიერ-მინისტრი).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×