რეზონანსი
17.06.2025

 პარ­ლა­მენ­ტმა დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბის მო­თხოვ­ნით ნიკა გვა­რა­მი­ას მე­ო­რედ მი­მარ­თა.

გან­ცხა­დე­ბა­ში პარ­ტია "ახა­ლი" აღ­ნიშ­ნავს, რომ პო­ზი­ცია უც­ვლე­ლია და არც ერთ ეტაპ­ზე არ აპი­რე­ბენ მი­ი­ღონ "რე­ჟი­მის თა­მა­შის წე­სე­ბი".

"ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტმა დღეს რუს­თა­ვის მე-12 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ე.წ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბის მო­თხოვ­ნით მე­ო­რედ მი­მარ­თა პო­ლიტ­პა­ტი­მარ ნიკა გვა­რა­მი­ას.

ჩვე­ნი პო­ზი­ცია უც­ვლე­ლია - არც ერთ ეტაპ­ზე არ ვა­პი­რებთ მი­ვი­ღოთ რე­ჟი­მის თა­მა­შის წე­სე­ბი, მი­ვა­ნი­ჭოთ მცი­რე­დი ლე­გი­ტი­მა­ცია მა­ინც და ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ე.წ. კო­მი­სი­ას­თან, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ემ­სა­ხუ­რე­ბა ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის ღა­ლატ­სა და ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რას.

თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა, პრინ­ცი­პუ­ლო­ბა, შე­უ­რი­გებ­ლო­ბა და არ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მათ შო­რის, არ­მო­ნა­წო­ლე­ო­ბა არ­ჩევ­ნე­ბად წო­დე­ბულ ფარსში, არის გზა გა­მარ­ჯვე­ბის­კენ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც ერ­თვის დო­კუ­მენ­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" ლი­დერს, ნიკა გვა­რა­მი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 13 ივ­ნისს შე­ე­ფარ­და. კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ გვა­რა­მი­ას მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - 30 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა, რაც სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. სხდო­მას არ ეს­წრე­ბო­და თა­ვად ნიკა გვა­რა­მია. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში თა­ვად მი­ვი­და.

ცნო­ბის­თვის, ნიკა გვა­რა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის მი­სა­ცე­მად და­ი­ბა­რეს, სა­დაც ის არ გა­მო­ცხად­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას" გუ­ლის­ხმობს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე. ნიკა გვა­რა­მი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 30 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ნიკა გვა­რა­მი­ას გი­რა­ოს გა­და­სახ­დე­ლად 50-დღი­ა­ნი ვადა გა­ნე­სა­ზღვრა, მას აღ­ნიშ­ნუ­ლი ვადა 7 ივ­ნისს ამო­ე­წუ­რა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×