რეზონანსი
17.06.2025

 ის­რა­ე­ლი ბინ­ძურ სა­მუ­შა­ოს აკე­თებს ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის. ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა, ფრიდ­რიხ მერცმა გერ­მა­ნულ ტე­ლე­არხ ZDF-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

კერ­ძოდ, ინ­ტერ­ვი­უ­ში მერცმა აღ­ნიშ­ნა, რომ ის მად­ლო­ბე­ლია ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ის­რა­ე­ლი ქმე­დე­ბე­ბის­თვის, რაც, მისი აღ­წე­რით, "ბინ­ძუ­რი სა­მუ­შა­ოა, რო­მელ­საც ის­რა­ე­ლი ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის აკე­თებს".

მერ­ცის თქმით, გერ­მა­ნია ასე­ვე ზა­რალ­დე­ბა "მო­ლე­ბის რე­ჟი­მით".

"ჩვენც ამ რე­ჟი­მის მსხვერ­პლნი ვართ. ამ მო­ლე­ბის რე­ჟიმ­მა მსოფ­ლი­ოს სიკ­ვდი­ლი და ნგრე­ვა მო­უ­ტა­ნა", - აღ­ნიშ­ნა მერცმა.

მისი თქმით, თე­ი­რა­ნის ლი­დე­რებ­მა "სიკ­ვდი­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნეს მსოფ­ლი­ოს თა­ვი­სი თავ­დას­ხმე­ბით, მკვლე­ლო­ბე­ბი­თა და კაც­თაკ­ვლით, ჰეზ­ბო­ლა­თი, ჰა­მა­სით".

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რა­დი­კა­ლუ­რი ის­ლა­მუ­რი "ჰა­მა­სის" 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბრის ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმა "არას­დროს გახ­დე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი თე­ი­რა­ნის რე­ჟი­მის გა­რე­შე".

"მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მა მაქვს იმ ფაქ­ტი­სად­მი, რომ ის­რა­ე­ლის არ­მი­ა­სა და ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბას ამის გა­კე­თე­ბის გამ­ბე­და­ო­ბა ჰქონ­და...

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ამ რე­ჟი­მის ტე­რორს თვე­ე­ბი­სა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვი­ნა­ხავ­დით - და მო­მა­ვალ­ში, შე­საძ­ლოა, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღით ხელ­ში", - გა­ნა­ცხა­და მერცმა.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის თქმით, ის­რა­ე­ლის არ­მი­ას ირა­ნის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის პროგ­რა­მის სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია, "ვი­ნა­ი­დან, სა­ჭი­რო ია­რა­ღი არ აქვთ, მაგ­რამ ამე­რი­კე­ლებს აქვთ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×