რეზონანსი
18.06.2025

თორნიკე შენგელია ბოლონიას იტალიის ჩემპიონობით ემშვიდობება. მან ფინალური სერიის მესამე მატჩში 31 ქულა ჩააგდო და „ვირტუსს“ „ბრეშასთან“ 91:74 მოაგებინა. სერია სამ მოგებამდე იყო, ბოლონიელებმა კი 3:0 გაიმარჯვეს.

თორნიკემ 29 წუთში 31 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მის ანგარიშზე 8-დან 7 ორქულიანი, 4-დან 4 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმოა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი დაუჯერელად მაღალი ჰქონდა – 46.

ბრენდონ ტეილორი „ვირტუსს“ 19 ქულით შეეშველა, ხოლო ბრეშადან ჯეისონ ბარნელი გამოირჩა – 24 ქულა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს თორნიკე შენგელიამ „ბასკონიას“ მაისურით ფინალში „ბარსელონა“ დაამარცხა და ესპანეთიდან ჩემპიონის ტიტულით წავიდა. ამჯერად კი იტალიის ჩემპიონის ტიტულით ტოვებს აპენინის ნახევარკუნძულს. იგი კარიერას ისევ ესპანეთში, ამჯერად „ბარსელონაში“ განაგრძობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×