რეზონანსი
18.06.2025

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ პირველ მოადგილესთან, როლანდ მესხთან და მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.

მინისტრი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, გელა გელაძემ საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მოძრაობის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.

შინაგან საქმეთა მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია. გელა გელაძემ დაცვის პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112-ის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.

„მინისტრმა თანამშრომლებისგან სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე მოისმინა ინფორმაცია და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×