რეზონანსი
18.06.2025

თურქულ მხარეს შუამდგომლობა ვთხოვეთ სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რათა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა.

მისივე თქმით, თურქეთში გამართულ შეხვედრებზე საუბარი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც.

„მათ ინფორმაცია მივაწოდეთ, თუ რა ხდება აფხაზეთსა და ცხინვალში. ინფორმაცია მივიღეთ იმის თაობაზე, თუ როგორ მიდის მოლაპარაკება „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაშლის შემდეგ. ასევე, სირიაში მიმდინარე პროცესებზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, რადგან ასადის რეჟიმმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. თურქულ მხარეს შუამდგომლობა ვთხოვეთ სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რათა მათ ეს აღიარება უკან წაიღონ, რის შემდეგაც მზად ვიქნებით, რომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×