რეზონანსი
18.06.2025

ისრაელმა ირანზე იერიშის დაგეგმვა 2024 წლის დეკემბერში დაიწყო, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს თებერვალში აცნობა, - ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" წერს.

როგორც გამოცემა წერს, ირანზე იერიშის დაგეგმვა „ჰეზბოლას" განადგურებისა და სირიაში ბასად ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაიწყო, რითაც საჰაერო დერეფანი გაიხსნა.

სტატიის მიხედვით, თებერვალში, თეთრ სახლში ვიზიტის დროს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა დონალდ ტრამპს წარუდგინა, რა დროსაც აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, აერჩია შუალედური გზა და აშშ-ის დაზვერვის საშუალებით ამ თავდასხმებისთვის ფარული მხარდაჭერა გაეწია.

ასევე, სტატიაში დეტალურად არის აღწერილი ირანთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის შეხედულებების ცვლილება ბოლო თვეებისა და დღეების განმავლობაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×