რეზონანსი
18.06.2025

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი აცხადებს, რომ მომავალ კვირას ჰააგაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე უკრაინის ალიანსში მიწვევა არ იგეგმება. ბუდრისის თქმით, უკრაინის ნატოში მიწვევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„არავის გამოუთქვამს იმედი, რომ მიწვევა ჰააგაში გაკეთდებოდა, თვით უკრაინელებსაც კი. არ არსებობს მოლოდინი, რომ რაიმე გარდამტეხი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, არც ვაშინგტონის სამიტამდე და არც ახლა, ჰააგის სამიტამდე. ეს დღის წესრიგში არ დგას", -აღნიშნა ბუდრისმა.

ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, შეხვედრაზე ყურადღება უკრაინაზე გამახვილდეს და ხაზი გაესვას იმას, რომ ნატო-ს ქვეყნები და კიევი უსაფრთხოების ერთ სივრცეში იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×