რეზონანსი
18.06.2025

ვერავინ შეძლებს აქ ვერაფრის ჩაშლას - ქართველი ხალხის ნება-სურვილი განხორციელდება და არჩევნები ჩატარდება, ­- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუკი ვინმე თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლას შეეცდება, „სათანადო პასუხი გაეცემა", თუმცა მათიკაშვილი აქვე დასძენს, რომ „რადიკალებს ამის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ".

„სათანადო პასუხი გაეცემა, თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება, რომ საქართველოში საყოველთაო, ღია და თანასწორი არჩევნები უზრუნველყოს, რაიმე ფორმით შებღალოს და ეცადოს ამ ყველაფრის ჩაშლას, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ რადიკალებს ამის არანაირი თავი, ერთი მუჭა რესურსი არ გააჩნიათ," - აღნიშნა მათიკაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, 2024 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, „ქართული ოცნების" რეიტინგი კიდევ უფრო გაზრდილია და მმართველი პარტია 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნება-სურვილი იქნება განხორციელებული - ჩატარდება არჩევნები. რადიკალებს მძიმე მარცხი ექნებათ, რომელსაც ისინი წესით უკვე უნდა მიეჩვიონ," - განაცხადა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×