რეზონანსი
18.06.2025

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ ირანი არ დანებდება.

„ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანელი ერი არ ნებდება და მათი მხრიდან ნებისმიერი სამხედრო ჩარევა უდავოდ გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს", - აღნიშნა ხამენეიმ.

იათოლა ალი ხამენეის თქმით, ვინც ბრძენია და ირანს, მის ხალხსა და ისტორიას კარგად იცნობს, ამ ერს მუქარის ენით არასდროს ელაპარაკება.

შეგახსნებთ ამერიკის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში ირანს უპირობო დანებებისკენ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×