რეზონანსი
18.06.2025

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, სახდელის ზომად კი, ჯარიმა, 1 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა.

სასამართლო პროცესზე შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მარიანა ფომაევამ გამოაცხადა.

მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში მყოფი პირების მხრიდან შეძახილები მოჰყვა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები გამოიკითხნენ, ამასთან, დაცვისა და ბრალდების მხარემ საბოლოო სიტყვა წაიკითხეს.

პროცესს თავად მზია ამაღლობელი არ ესწრებოდა. როგორც სასამართლო პროცესის დაწყების წინ მოსამართლემ აღნიშნა, ამაღლობელმა სხდომაზე დისტანციურ ჩართვასთან დაკავშირებით უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მიმდინარე წლის 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×