რეზონანსი
20.06.2025

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით აგრძელებს გზების მორეცხვის სამუშაოებს. გზის სავალი ნაწილი და საგზაო ინფრასტრუქტურა ამჯერად გმირთა მოედანზე მოირეცხა. 

ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

 „თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის, რომ დედაქალაქი იყოს უფრო მეტად დასუფთავებული და მოწესრიგებული. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი ღონისძიებაც. მინდა მოსახლეობას ინფორმაციისთვის ვუთხრა, რომ ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება, ამას ექნება სისტემატური ხასიათი და მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა უბანში განხორციელდება მსგავსი სამუშაოები", - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

გმირთა მოედანზე მორეცხვის სამუშაოებისთვის მობილიზებული იყო 24 ერთეული სპეცმანქანა და 40-ზე მეტი თანამშრომელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×