რეზონანსი
20.06.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გაზიარებულ პოსტს ეხმიანება, რომელიც მზია ამაღლობელს ეხება.

„ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა", - წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელსა და „ბათუმელებს".

„სოლიდარობა მზია ამაღლობელს და „ბათუმელებს". მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური თავდასხმა", - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×