რეზონანსი
20.06.2025

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.

„ის რეზოლუცია საკმაოდ ნიშანდობლივია, რაც ევროპარლამენტმა მიიღო - მოუწოდებენ არჩევნებისკენ და ამავე დროს მოუწოდებენ იმისკენ, რომ ხელისუფლება ლეგიტიმურად არ ცნონ. ანუ, ქმნიან ორ ფრონტს, რათა დესტაბილიზაციის სცენარს ახლა ასეთი განვითარება მიეცეს. ოპოზიციამ რა უნდა შესთავაზოს თავის ამომრჩეველს გარდა იმისა, რაც აქამდე შეუთავაზებია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზი გაავრცელა, სადაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც არის საუბარი. კერძოდ, ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ მოახლოებული არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა და მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×