
რომის პაპი ლეო XIV იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და 68 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. მან ხელოვნური ინტელექტის (AI) შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებსა და ახალგაზრდებზე მის პოტენციურ გავლენაზე ისაუბრა. ინფორმაციაზე Reuters წერს.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანის საკეთილდღეოდ შექმნილი ინსტრუმენტია და არა მის შესამცირებლად ან ჩასანაცვლებლად“, - აღნიშნა რომის პაპმა.
„ხელოვნური ინტელექტის გულშემატკივრები ამტკიცებენ, რომ ის ადამიანებს რუტინული ამოცანების შესრულებაში დაეხმარება, რაც მათ მეტ დროს მისცემს, უფრო მაღალი ღირებულებებისა და შემოქმედებითი სამუშაოს შესასრულებლად“, - ვკითხულობთ სტატიაში.
ლეო XIV-მ, ასევე, საზოგადოების უმდიდრეს და ღარიბ წევრებს შორის არსებული უფსკრული დაგმო.
„იტალია გააგრძელებს ძალისხმევას, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე, რათა უზრუნველყოს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება ადამიანების მიერ იყოს მართული და საბოლოო მიზანი ადამიანების კეთილდღეობა იყოს“, - აღნიშნა რომის კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა.