
საქართველოს საპატრიარქომ შეაჩერა მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განჩინება, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილისთვის ზიარების უფლების 20 წლით შეჩერების შესახებ.
განცხადება საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საპატრიარქოს გაფართოებული სონოდალური
კომისიის დასკვნა 21 ივნისს გამოქვეყნდდა.
მიმდინარე წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის გაფართოებული სინოდალური კომისიის სხდომა. სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის
ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.
მოსმენილის საფუძველზე, გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომ, საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს"- წერია განცხადებაში.
მიმდინარე წლის 8 ივნისს, მაღალმა იერარქმა ამბიონიდან თქვა, რომ ახლო წარსულში ხელისუფლების წარმომადგენელი მის მოწამვლას გეგმავდა და ამ მიზნით მონაზონიც ჰყავდა გადაბირებული, რომელსაც ეპარქიიდან ინფორმაციები გაჰქონდა.
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ „ტვ პირველს“ განუცხადა, რომ არ გეგმავს ჩვენება მისცეს საგამოძიებო უწყებებს 8 ივნისს მკვლელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.
მოგვიანებით, მარნეულის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, გ.შ.-ს (სავარაუდოდ გიორგი შინჯიკაშვილს) ეპისკოპოს ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობა დაუდგინა და ზიარება აუკრძალა.