რეზონანსი
22.06.2025

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-მა „ირანის წინააღმდეგ საშიში ომი დაიწყო". ინფორმაციას  CNN  ავრცელებს. 

„მსოფლიოს არ უნდა დაავიწყდეს, რომ დიპლომატიური პროცესის შუაში, სწორედ აშშ-მა უღალატა დიპლომატიას"- აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მა „ირანის წინააღმდეგ საშიში ომი დაიწყო". 

აშშ ისრაელი-ირანის კონფლიქტში ჩაერთო და წერტილოვანი საჰაერო იერიში მიიტანა ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×