რეზონანსი
22.06.2025

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ ირანი მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს.

მისი თქმით, აშშ-მა მიმართა ქმედებას, ირანის ბირთვული საფრთხის შესამსუბუქებლად.

„ირანის ბირთვული პროგრამა არის სერიოზული საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ირანს არასდროს შეიძლება, მიეცეს უფლება, შეიმუშავოს ბირთვული იარაღი და შეერთებულმა შტატებმა მიმართა ქმედებას ამ საფრთხის შესამსუბუქებლად. ვითარება ახლო აღმოსავლეთში რჩება არასტაბილური, ხოლო რეგიონში სტაბილურობა არის პრიორიტეტი. მოვუწოდებთ ირანს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და მიაღწიოს დიპლომატიურ გამოსავალს ამ კრიზისის დასასრულებლად“, – ნათქვამია კირ სტარმერის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×