რეზონანსი
22.06.2025

ლუკაშეკოს მიერ პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემდეგ, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ივანიშვილს ურჩევს, ვიდრე ამერიკელები ჩამოვლენ, სინდისის პატიმრები ციხეებიდან გამოუშვას. 

ბიძინა, ბელარუსში ლუკაშენკომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლა.

სანამ ამერიკელები ჩამოვლენ, ჯობია, შენც დროზე გაუშვა ჩვენი სინდისის პატიმრები! 

P.S. კობახიძე როდის მიდის ირანში?, - წერს ხაზარაძე. 

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელორუსული ოპოზიციის ლიდერი, სერგეი ტიხანოვსკი პატიმრობიდან გაათავისუფლა - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. 

სერგეი ტიხანოვსკი  პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარია.

პოლიტპატიმრის შეწყალებას წინ უძღოდა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენლის ვიზიტი ბელორუსში და შეხვედრა ლუკაშნეკოსთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×