რეზონანსი
22.06.2025

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელებით, საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს ქარტია დაარღვია.

„ჩინეთი მკაცრად გმობს ირანზე აშშ-ის თავდასხმებს და ბირთვული ობიექტების დაბომბვას, რომლებიც ატომური ენერგიის სააგენტოს გარანტიების ქვეშ იმყოფებიან. აშშ-ის ქმედებები სერიოზულად არღვევს გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის მიზნებსა და პრინციპებს და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას ამწვავებს. ჩინეთი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, კერძოდ, ისრაელს, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას, უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და დაიწყონ დიალოგი და მოლაპარაკებები", - აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან იმისთვის, რომ გააერთიანონ ძალისხმევა, დაიცვან სამართლიანობა და იმუშაონ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×