რეზონანსი
22.06.2025

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-ის საჰაერო დარტყმებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ირანის ბირთვული პროგრამა.

„არ მინდა მგრძნობიარე სადაზვერვო მონაცემებში შევიდე, მაგრამ ვიცით, რომ გუშინ ღამით ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დავხიეთ უკან, წლებით, თუ მეტით", - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა ABC-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ირანთან ომში არ არის.

„ჩვენ არ ვართ ომში ირანთან - ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა გუშინ ღამით გადამწყვეტი ზომები მიიღო ამ პროგრამის გასანადგურებლად", - აღნიშნა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×