რეზონანსი
23.06.2025

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი გააგრძელებს მიზნებისკენ სწრაფვას და სრული დატვირთვით მოქმედებას როგორც ირანში, ისე ღაზაში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად, ფორდოს ბირთვულ ობიექტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

მისი თქმით, ისრაელი ირანში თავისი მიზნების მიღწევასთან - ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამისგან მომავალი საფრთხეების განეიტრალებასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა სამხედრო კამპანიას დროზე ადრე არ დაასრულებს.

ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს ინფორმაცია ირანის 400 კილოგრამი, 60%-ით გამდიდრებული ურანის ადგილსამყოფლის შესახებ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×