რეზონანსი
23.06.2025

დიდი ბრიტანეთი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის დარტყმებზე რეაგირება და ორმუზის სრუტის ბლოკირება „კატასტროფული შეცდომა“ იქნება. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამიმ გააკეთა.

„მე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ნათლად ვუთხარი, რომ ახლა რეგიონში ამერიკული ბაზების დაბომბვა უზარმაზარი, კატასტროფული შეცდომა იქნებოდა. შეცდომა იქნებოდა ორმუზის სრუტის გადაკეტვა. ვფიქრობ, ხამენეი ამას ხვდება და აცნობიერებს“, – ამბობს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კვირას ირანის პარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება ორმუზის სრუტის დახურვის შესახებ, რომელიც სპარსეთის ყურიდან ნავთობის მომარაგების საკვანძო გასასვლელია.

სპარსეთის ყურეში მდებარე ორმუზის სრუტე გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პუნქტია, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადის, რაც დღეში დაახლოებით 17-18 მილიონი ბარელი ნავთობია. ორმუზის სრუტე ერთადერთი საზღვაო გზაა, რომელიც სპარსეთის ყურეს ღია ოკეანესთან აკავშირებს და მის სანაპიროებთან ნავთობის ისეთი მსხვილი მწარმოებლები არიან, როგორებიცაა ირანი, საუდის არაბეთი, ერაყი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×