რეზონანსი
23.06.2025

აშშ-ში, ტაჰოს ტბაზე ძლიერი ქარიშხლის დროს ნავის ჩაძირვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 2 ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მაშველებმა შემთხვევის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 3 საათზე მიიღეს. მათ შეატყობინეს, რომ ძლიერი ტალღის შედეგად ტბაზე ნავი ჩაიძირა და წყალში 10 ადამიანი იყოფებოდა. მაშველებმა 2 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 6 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურეს, ხოლო 2-ს ამ დრომდე ეძებენ.

გადარჩენილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ადგილობრივების განმარტებით, ტბაზე დაახლოებით 2-3 მეტრიანი ტალღები იყო, რაც ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×