რეზონანსი
23.06.2025

უნგრეთმა და სლოვაკეთმა გადაწყვიტეს, არ დაუჭირონ მხარი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის გეგმას, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

მინისტრის თქმით, უნგრეთმა და სლოვაკეთმა სანქციების პაკეტის დაბლოკვა გადაწყვიტეს მაშინ, როდესაც ევროკავშირი რუსული ენერგომატარებლების იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტას გეგმავს.

„ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ევროკავშირს სურს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის უნგრეთსა და სლოვაკეთს, შეიძინონ იაფი რუსული ბუნებრივი აირი და იაფი რუსული ნავთობი, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ“, - განაცხადა სიიარტომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×