რეზონანსი
23.06.2025

 "მთე­ლი სი­თა­მა­მით ვამ­ბობ, ყვე­ლას ვაფრ­თხი­ლებ, ხელი არა­ვის წა­უც­დეს - კო­რუფ­ცია თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს აზი­ა­ნებს და ქვე­ყა­ნა მიჰ­ყავს უკან", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძის და­პა­ტიმ­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო კო­რუფ­ცი­ის მი­მართ შე­უ­რი­გე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

"ჩვენ გვაქვს ამ­ბი­ცია, რომ ძა­ლი­ან მალე მსოფ­ლიო სა­მე­ულ­ში შე­ვი­დეთ კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ინ­დექ­სით. თუკი რო­მე­ლი­მე სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, ჩვე­ნი თა­ნა­გუნ­დე­ლი იქ­ნე­ბა მხი­ლე­ბუ­ლი იმა­ში, რომ მან და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა და კა­ნო­ნი იქ­ნე­ბა აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი. ჩვე­ნი მიდ­გო­მა არის ერთი, ყვე­ლას ვაფრ­თხი­ლებ მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, ეს არის გუნ­დის მიდ­გო­მა, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო და ყვე­ლას შტო­სი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ში სა­სა­მარ­თლოც თა­ვის პო­ზი­ტი­ურ, კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებ­ში, წვლილს შე­ი­ტანს, ამი­ტომ მთე­ლი სი­თა­მა­მით ვამ­ბობ, ყვე­ლას ვაფრ­თხი­ლებ, ხელი არა­ვის წა­უც­დეს. თუკი ვინ­მეს ხელი წა­უც­დე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ამის მი­მართ იქ­ნე­ბა შე­უ­რი­გე­ბე­ლი იმი­ტომ, რომ ეს თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს აზი­ა­ნებს და ქვე­ყა­ნა მიჰ­ყავს უკან. თუკი რა­ი­მე შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს, კო­რუფ­ცია არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და თუკი ვინ­მეს მო­უნ­დე­ბა,რომ ხელი მო­ით­ბოს, ჩვენ ამის მი­მარ­თაც შე­უ­რი­გებ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრა­ლის მი­ხედ­ვით, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძე სის­ტე­მა­ტუ­რად ბო­რო­ტად იყე­ნებ­და სამ­სა­ხუ­რებ­რივ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა. კერ­ძოდ კი, ბრალ­დე­ბულ­მა მას­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყო­ფი პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის 2 556 192 ლა­რის უკა­ნო­ნო და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ლე­გა­ლი­ზა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ეკო­ნო­მი­კის და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე 20 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 194-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის გ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×