რეზონანსი
23.06.2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ ირანის სამხედრო პოტენციალი შედარებით დაბალია ისრაელისა და აშშ-ს გაერთიანებულ შესაძლებლობასთან, თუმცა არ გამორიცხავს ირანის საპასუხო დარტყმას, რომელიც შეიძლება საკმაოდ სერიოზული და ძლიერი იყოს. რაც შეეხება საქართველოს საკითხს, მნიშვნელოვანია ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმები გაძლიერდეს, რადგან ტერორისტული აქტების შესაძლებლობა თბილისში საკმაოდ მაღალია.

„საქართველოს კონტექსტში რომ გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი, ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ და გავაძლიეროთ უსაფრთხოების კონტროლი ქვეყანაზე, კონკრეტულად კი ქვეყნის საზღვრებზე და არ დავუშვათ უკონტროლო მიგრაცია, რისი პოტენციური საფრთხეც არსებობს. ამასთან, საქართველოში ცხოვრობს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ირანული დიასპორა. იქიდან გამომდინარე, თუ რა განვითარებას მიიღებს ეს კონფლიქტი, არ გამოვრიცხავ, რომ განხორციელდეს გარკვეული სახის ტერორისტული აქტები როგორც ისრაელის, ასევე აშშ-ს საელჩოებზე ან უწყებებზე, რომლებიც თბილისშია განთავსებული, ან ამ ქვეყნების მოქალაქეებზე თავდასხმები. შესაბამისმა სტრუქტურებმა კონტროლქვეშ უნდა აიყვანოს სიტუაცია და შეეცადონ რომ ამის პრევენცია მოახდინონ“, - განუცხადა for.ge-ს ზაალ ანჯაფარიძემ.

წყარო: for.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×