რეზონანსი
23.06.2025

 ირანმა, კატარში მდებარე აშშ-ის ბაზაზე ავიაიერიში დაიწყო და მისიას "გამარჯვების გამოცხადება" უწოდა - ინფორმაციას abcnews-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ალ უდეიდის ავიაბაზა იყო.

"ამერიკელი მტრის აგრესიით ყველასთვის ცხადი გახდა, რომ სიონისტების ბოროტება ამერიკული ჩანაფიქრის გაგრძელება იყო", - ნათქვამია ირანელი სამხედროების განცხადებაში.

ერაყში აშშ-ის ავიაბაზა სამხედრო მზადყოფნა იყო გამოცხადებული. როგორც Reuters-ი წერს, პერსონალს ბუნკერებში ჩასვლა უბრძანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×