რეზონანსი
24.06.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ოფიციალურად ამოქმედდა.

„ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. გთხოვთ, ნუ დაარღვევთ მას“, - დაწერა ტრამპმა.

მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფიციალურმა თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აამოქმედა, თუმცა ზავს წინ ირანის მიერ ისრაელის ტერიტორიის რაკეტებით დაბომბვა უძღოდა.

გვიან ღამით ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×