რეზონანსი
24.06.2025

დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა წარმატებით დასრულდა, ირან-ისრაელის ომი შეჩერდა, შემდეგი უკრაინა უნდა იყოს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სიიარტო წერს, ნატო-ს სამიტი შესაფერისი მომენტია ევროკავშირის ლიდერებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ ტრამპის მშვიდობისკენ სწრაფვას.

„დონალდ ტრამპის უახლესი სამშვიდობო ძალისხმევა წარმატებით დასრულდა: ირან-ისრაელის ომი შეჩერდა, რამაც შეაჩერა შემდგომი სისხლისღვრა და ბირთვული ესკალაცია. ვიმედოვნებთ, ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნებული იქნება. შემდეგი უკრაინა უნდა იყოს. ნატო-ს სამიტი შესაფერისი მომენტია ევროკავშირის ლიდერებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ ტრამპის მშვიდობისკენ სწრაფვას", - წერს სიიარტო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×