რეზონანსი
24.06.2025

რეალურად, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი პროექტია, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, „დღეს მოქმედი კანონმდებლობა 2004 წელს არის მიღებული, რომელიც ცნობილია, როგორც ბოკერია-რამიშვილის კანონი“.

„ამ კანონით ადამიანს უწევს, დაამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, რაც აბსოლუტური ნონსენსია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და მომზადდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, როცა ერთი ადამიანი მეორეზე ინფორმაციას გაავრცელებს, რაც ტყუილია, მას მოუწევს, გავრცელებული ინფორმაციის სიმართლე ამტკიცოს. დავალებამიღებული და დაფინანსებული ადამიანები სიცრუეს როცა ტირაჟირებენ და ადამიანის უფლებებს არაფრად დაგიდევენ, ახლა საუბრობენ, რომ რაღაც განსაკუთრებული ცვლილებები მომზადდა. რეალურად, სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი პროექტია. მარტივად რომ გითხრათ, ადამიანი ვალდებული აღარ იქნება, ამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და „დამბრალებელს“ მტკიცება მოუწევს, რომ სიმართლე გაავრცელა. რაც შეეხება წყაროს, ცვლილებებით, წყაროს გასაჯაროების ვალდებულება არ არის. ამავე დროს, ადამიანს არ ექნება შესაძლებლობა უბრალოდ თქვას, რომ სხვის მიმართ გამოთქმული ტყუილი არის წყაროს მიერ ნათქვამი და აბსოლუტური სიმართლეა. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა, ვერ გახდება ჭეშმარიტების დამტკიცების საფუძველი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×