რეზონანსი
24.06.2025

როგორც ვიცი, გიორგი გახარია არ იმყოფება საქართველოში, თუმცა, კომისიას შეუძლია დაელოდოს როდესაც დაბრუნდება. კომისია დაელოდება, არანაირი პრობლემა არ არის. როდესაც საქართველოში დაბრუნდება შეუძლია მივიდეს და უპასუხოს კითხვებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განმეორებით დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს.

„მე როგორც ვიცი, ის გიორგი გახარია არ იმყოფება საქართველოში, თუმცა, კომისიას შეუძლია დაელოდოს როდესაც დაბრუნდება. კომისია დაელოდება, არანაირი პრობლემა არ არის. როდესაც საქართველოში დაბრუნდება შეუძლია მივიდეს და უპასუხოს კითხვებს.

რაც შეეხება ჩორჩანას საკითხს. დეტალები არ ვიცი. რასაც ვისმენთ და ვხედავთ თუ სიმართლეა, ძალიან მძიმეა“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 23 ივნისს ჩორჩანას საკითხზე სასაუბროდ დაიბარეს. როგორც „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება და კომისიას მისი დისტანციურად ჩართვის თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×