რეზონანსი
24.06.2025

 "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონი "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული ცვლილებებით, ახლებურად დარეგულირდება. კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ, ცილისმწამებელი ვალდებული იქნება მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე ამტკიცოს. მოქმედი ნორმით კი ეს ვალდებულება ცილისწამების მსხვერპლზე გადადიოდა. ცვლილების აუცილებლობას ინიციატორები სამართლიანობის აღდგენის პრინციპით და ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზეზით ხსნიან.

კანონის ახლებურად დარეგულირების წინააღმდეგი არიან ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ სიახლე არათუ მოაწესრიგებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ მისი შეზღუდვისკენ იქნება მიმართული.

"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში ცვილების მიხედვით მცირდება საპროცესო ვადები და სამართალწარმოების დაწყების შემთხვევაში სასამართლოს სარჩელის განხილვისთვის და გადაწყვეტილებისთვის მაქსიმუმ 1-თვიანი ვადა ექნება. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სიახლე პირს ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევაში წყაროს დასახელებას ავალდებულებს.

"ქართული ოცნების" ინიციატივით, მომზადებული ცვლილებები კანონის ძალას კვირის ბოლოს მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×