რეზონანსი
24.06.2025

 ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თუმცა როგორც ინფორმაციაში აღნიშნულია, ღაზასთან მდებარე დასახლებებში 2 000 ადამიანამდე შეკრება კვლავ შეზღუდული იქნება.

ამასთან, ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები სრული ოპერირების რეჟიმში ბრუნდებიან.

"გაუქმდა ყველა შეზღუდვა შემომავალ და გამავალ რეისებზე, ასევე თითოეულ რეისზე მგზავრთა რაოდენობაზე," - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×