რეზონანსი
25.06.2025

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღება დაბლოკეს.

სიიარტოს თქმით, ბუდაპეშტმა და ბრატისლავამ გადაწყვეტილება ევროკომისიის გეგმის საპასუხოდ მიიღეს, რომელიც რუსული ენერგომატარებლების იმპორტზე ეტაპობრივად უარის თქმას ითვალისწინებს.

„დღეს ჩვენ სლოვაკეთთან ერთად, თავიდან ავიცილეთ სანქციების მე-18 პაკეტის მიღება. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის უნგრეთსა და სლოვაკეთს, აეკრძალებოდათ რუსული ბუნებრივი აირისა და იაფი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა“, - დაწერა სიიარტომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×