რეზონანსი
25.06.2025

ზელენსკი კარგი ბიჭია და მას დღეს შევხვდები, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„მასთან თავისთავად ცხად საკითხებს განვიხილავ. მის სირთულეებსაც განვიხილავთ. აქვს გარკვეული სირთულეები. ზელენსკი კარგი ბიჭია. დღეს მას შევხვდები და ვფიქრობ, უკრაინის შესახებ ვისაუბრებთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით „გარკვეული პროგრესი არსებობს".

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდა „ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია".

„მე მათ 5%-მდე გაზრდას რამდენიმე წელია ვთხოვდი და ახლა ისინი 5%-მდე ზრდიან. ეს 2%-დან დიდი ნახტომია და ბევრმა 2%-ც კი არ გადაიხადა. ამიტომ ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ერთგულია თუ არა ნატო-ს მე-5 მუხლის მიმართ, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ჩვენ ბოლომდე მათ გვერდით ვართ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×