რეზონანსი
26.06.2025

ვინც ამბობს, რომ ცილისწამება დასჯადი რომ უნდა იყოს თურმე, ეს არის შეზღუდვა, მათ შევახსენებ, გერმანიაში რა მოხდა, 147 კერძო სახლში შევიდნენ, რადგან ვიღაცებმა სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის შემცველი წინადადება დაწერეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ჯერ დაგმონ გერმანიაში მედიის შეზღუდვა და შემდეგ საქართველოზე ისაუბრონ.

„რაც შეეხება სასამართლოში მედიის მუშაობას, ყველა ქვეყანაშია სასამართლო პროცესი დაცული, რომ პროვოკაციები არ მოხდეს. რაც ბოლო პერიოდში ვნახე, ეს არ ხდება არათუ წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში, არამედ არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასამართლო პროვოკაციებისგან დაცული იყოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×