რეზონანსი
26.06.2025

უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია გამოიწვევს ომის ინტეგრაციას, – ამის შესხებ განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებმადე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ევროკავშირის წევრი ომშია, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირიც ომშია.

„პრობლემას წარმოადგენს ომი. ჩვენ რომ მოგვეხდინა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია, მაშინ ჩვენ მოვახდენდით ომის ინტეგრაციას და ჩვენ არ ვისურვებდით, ვყოფილიყავით ერთ გაერთიანებაში ქვეყანასთან, რომელიც ომშია და წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს ჩვენთვის, რადგან თუ ევროკავშირის წევრი ომშია, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირიც ომშია და ეს ჩვენ არ მოგვწონს“, – თვქა ორბანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×