რეზონანსი
26.06.2025

ბოკერია-რამიშვილის კანონი შესაძლებლობას უშვებდა, რომ ერთ ადამიანს მეორესთვის ნებისმიერი რამ დაებრალებინა, ადამიანის უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვისთვის ქმედითი მექანიზმი არ არსებობდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დროში გაწელილი პროცესის ფონზე ადამიანს მტკიცება უწევდა, რომ მის მიმართ გავრცელებული ამბავი ტყუილი იყო.

„ცვლილებებით, თუ ერთი ადამიანი მეორეს რაიმეს დააბრალებს და მასზე ინფორმაციას გაავრცელებს, მასვე აქვს ვალდებულება, დაამტკიცოს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა. ამ მარტივი ცვლილების მიღება ხდება. ადამიანს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას“, – განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×