რეზონანსი
26.06.2025

თბილისში ჯარისკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ნაცემია 25 წლის მუხრან ხვედელიძე.

ნაცემი ბიჭის ახლობლების თქმით, სამხედროს სახის ძვლები აქვს ჩალეწილი და ქალა ტვინის მძიმე დაზიანება აღენიშნება. 

ახალგაზრდა კაცის გადარჩენას კლინიკა "პინეოს" ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ, ის უგონო მდგომარეობაში იმყოფება. 

არსებული ინფორმაციით, ანგარიშსწორება ერთ-ერთ ღამის კლუბთან, გამთენიისას მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ძალადობაში კლუბის დაცვის თანამშრომლები ფიგურირებენ, მათ ჯარისკაცს ურტყეს წიხლები, მუშტი, შემდეგ კი გაიქცნენ და 25 წლის კაცი ქუჩაში მიატოვეს. 

გავრცელებული ინფორმაციით სასტიკად ნაცემი პოლიციამ შემთხვევით იპოვა და კლინიკაშიც სწორედ მათ გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტთანთან დაკავშირებით, დაკავებულია სამი პირი - ყველა მათგანი ბრალის წარდგენას ელოდება.

ირკვევა ისიც, რომ 25 წლის მუხრან ხვედელიძეს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში, საკონტრაქტო სამსახურში მსახურობდა, 24 საათის განმავლობაში ეძებდა მისი შენაერთიც. 

წყარო: tvpirveli.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×