რეზონანსი
26.06.2025

ევროკავშირის სამიტმა ვერ შეძლო უკრაინასთან ურთიერთობებისა და შემდგომი დაახლოების საკითხზე საერთო აზრამდე მისვლა უნგრეთის ვეტოს გამო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უნგრეთის გარდა, ევროკავშირის ყველა სახელმწიფო აცხადებს, რომ ევროპული საბჭო „ადასტურებს უკრაინის განუყოფელ უფლებას, აირჩიოს საკუთარი ბედი" და „ურყევად უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზას".

ასევე, მათ მაღალი შეფასება მისცეს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული რეფორმების ტემპს და მიესალმნენ „მნიშვნელოვან პროგრესს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×