რეზონანსი
26.06.2025

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის გამარჯვება ირანზე სამშვიდობო შეთანხმებების გაფართოების შესაძლებლობებს იძლევა.

„ჩვენ შეუპოვრად ვიბრძოლეთ ირანის წინააღმდეგ და მოვიპოვეთ დიდი გამარჯვება. ეს გამარჯვება კარს უღებს სამშვიდობო შეთანხმებების გაფართოებას. ჩვენ ენერგიულად ვმუშაობთ ამაზე", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა არის „შესაძლებლობების ფანჯარა" „ჰამასის" დასამარცხებლად და ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფების მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების გასათავისუფლებლად.

„ერთი დღეც არ უნდა დავკარგოთ", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×